×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა სამოყვარულო ლიგის მუნიციპალური ტურნირი. ფინალური შეხვედრა კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.

ტურნირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი მონაწილეობდა, რაც სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქალაქ სამტრედიისა და ჯიხაიშის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გამარჯვება ქალაქ სამტრედიის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე დავით ბახტაძემ გამარჯვებულებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მიაღწიონ წარმატებას.

სამტრედიაში სამოყვარულო ლიგის მუნიციპალური ტურნირი დასრულდა
 
Hits: 23

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive