სამტრედიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, საკრებულოს წევრებმა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.














