×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ვაზისუბანში მცხოვრებ გეფერიძეების ოჯახსა და ქალაქ სამტრედიაში მცხოვრებ მრავალრიცხოვან თურმანიძეების ოჯახს ახლად აშენებული სახლები გადაეცათ.

საცხოვრებლის გასაღები ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად.

დავით ბახტაძე: „მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მოქმედებს არაერთი სოციალური პროგრამა, ხშირად რჩებიან ოჯახები, რომლებიც ამ პროგრამების მიღმა არიან. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ინიციატივა ადგილობრივ დონეზე და ვეხმარებით უსახლკარო ოჯახებს. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.“

სოციალური ინიციატივის ფარგლებში, გასულ წელს მუნიციპალიტეტში აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი. 2025 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 7 სახლის მშენებლობა – ამ ეტაპზე 4 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო 3-ზე დაწყებულია სატენდერო პროცედურები.

 

სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
 
სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
 
სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
 
სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
 

 

Hits: 1094

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive