×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიაში სააღდგომო მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სააღდგომო ამანათები და, საჭიროებისამებრ, ფულადი დახმარება.

აქციაში აქტიურად ჩაერთო კომპანია „ქ მექანიზატორი 2022“, რომელმაც მერიას გადასცა 300 სააღდგომო ამანათი და ამ ფორმით შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სოციალურ ინიციატივას.

კომპანია დაარსდა 2022 წელს და მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, აბაშის სიმინდისგან დამზადებულ ნატურალურ პროდუქტებსა და უმაღლესი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას.

მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ქალაქში მერის წარმომადგენელ თენგო ცაგურიასა და მერის მოადგილე გია მეიშვილთან ერთად პირადად ესტუმრა ოჯახებს და გადასცა ამანათები. მერმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა:

„სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეების გვერდით დგანან პასუხისმგებლიანი კომპანიები. მადლობა მინდა გადავუხადო ‘ქ მექანიზატორი 2022’-ს მხარდაჭერისთვის. ასეთი ერთიანი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ოჯახს მივაწოდოთ დახმარება და თანადგომა.“

ღონისძიებისას შორენა ღვინიანიძემ მადლიერება გამოხატა მერის მიმართ და აღნიშნა: „ბატონმა დავითმა მარტო ამანათი კი არა, სახლიც აგვიშენა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა – როცა ასეთ დროს გვერდით გიდგანან, გგონია, რომ არ ხარ მარტო.“

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სოციალური პროექტები სამტრედიაში მომავალშიც გაგრძელდება.

 

სააღდგომო მხარდაჭერის აქცია სამტრედიაში — 400-ზე მეტ ოჯახს დახმარება გადაეცა
 
სააღდგომო მხარდაჭერის აქცია სამტრედიაში — 400-ზე მეტ ოჯახს დახმარება გადაეცა
 
სააღდგომო მხარდაჭერის აქცია სამტრედიაში — 400-ზე მეტ ოჯახს დახმარება გადაეცა
 
სააღდგომო მხარდაჭერის აქცია სამტრედიაში — 400-ზე მეტ ოჯახს დახმარება გადაეცა
 

 

Hits: 157

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive