×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე პირადად დაათვალიერა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. როგორც მან აღნიშნა, ეს პროექტი ერთდროულად პასუხობს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საზოგადოებრივ საჭიროებებს.

„ეს ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფიზიკური სივრცეების განახლებას, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებული ბიბლიოთეკა, თანამედროვე კულტურის ცენტრი და მინი სტადიონი ახალგაზრდებისთვის სივრცეს ხდის უფრო მიმზიდველსა და დატვირთულს. ღანირი ჩვენი საამაყო სოფელია – აქ ცხოვრობს შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ თანამედროვე და ღირსეული ინფრასტრუქტურა,“ – განაცხადა დავით ბახტაძემ.

პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები. გათვალისწინებულია ასევე გარე სივრცის მოწესრიგება — თანამედროვე სტილის მოსასვენებელი ზონის მოწყობა, რაც მთელ კომპლექსს მეტ ფუნქციურობასა და ესთეტიკურობას შემატებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდებარე მინი სტადიონის სრულ რებილიტაციას: შეიცვლება ღობეები და მოეწყობა თანამედროვე სპორტული სივრცე ახალგაზრდებისთვის.

გარდა ამისა, უახლოეს ხანში დაგეგმილია ცალკე ამბულატორიის მშენებლობის დაწყება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ.

რებილიტაციის დასრულების შემდეგ ღანირში თანამედროვე, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება, რომელიც ერთდროულად მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და სამედიცინო მიმართულებებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირში, სრული რებილიტაცია უტარდება ადმინისტრაციულ შენობას, კულტურის ცენტრსა და ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილ სივრცეს
 
Hits: 90

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive