×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სოფელ საჯავახოში გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების გადაადგილების პირობებს და ყოველდღიურ ცხოვრებას.

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა:

„ჩვენი მიზანია, ყველა სოფელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით იყოს უზრუნველყოფილი. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყოველი წერტილი ჩვენი მუნიციპალიტეტის რუკაზე იყოს თანაბრად განვითარებული,“ – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

ადგილობრივების თქმით, წლების განმავლობაში გადაადგილება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში:

„გზა ძალიან დაზიანებული იყო, ზოგჯერ ფეხითაც რთული იყო გავლა. ამ გზის გაკეთება ჩვენთვის დიდი შვებაა. წლების განმავლობაში ველოდით, და ახლა რომ დავინახეთ, საქმე ნამდვილად დაიწყო, გულით გვიხარია. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს სოფელზე იზრუნა,“– აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.“

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების გეგმა ეტაპობრივად მოიცავს ყველა სოფელს და არავინ დარჩება ყურადღების მიღმა.

 

საჯავახოში გზის მშენებლობა მიმდინარეობს
 
საჯავახოში გზის მშენებლობა მიმდინარეობს
 
საჯავახოში გზის მშენებლობა მიმდინარეობს
 
საჯავახოში გზის მშენებლობა მიმდინარეობს
 

 

Hits: 169

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive