×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის უძველესი თაობის ერთადერთმა წარმომადგენელმა, ლიდა ჩაჩუამ, 100 წლის იუბილე აღნიშნა. საუკუნოვანმა იუბილარმა განსაკუთრებული დღე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარა.

ლიდა ჩაჩუას იუბილე სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პირადად მიულოცა. მერმა მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.

„ეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ქალბატონი ლიდა არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე ხანდაზმული მცხოვრები, რომელიც ერთი საუკუნის ცხოვრების გამოცდილებას და სიბრძნეს ატარებს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბედნიერ წლებს,“ – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

იუბილარს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრები და ფულადი დახმარება გადაეცა. ღონისძიებამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა, სადაც ოჯახის წევრებმა და ადგილობრივებმა ლიდა ჩაჩუას განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს.

 

სამტრედიის ყველაზე ხანდაზმული მკვიდრი, ლიდა ჩაჩუა, 100 წლის გახდა – მერის მილოცვა და საჩუქრები
 
სამტრედიის ყველაზე ხანდაზმული მკვიდრი, ლიდა ჩაჩუა, 100 წლის გახდა – მერის მილოცვა და საჩუქრები
 

 

Hits: 201

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive