×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიაში, მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალური სახლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, გასული წლის მსგავსად, 4 სახლი შენდება, ხოლო იგეგმება დამატებით 3 სახლის აშენება.

დავით ბახტაძე: ,, ვფიქრობ, ჩვენ მიერ განხორციელებული ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს. მათ საშუალება მიეცემათ სრულყოფილად მოახდინონ საზოაგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაცაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ასეთ ოჯახებს.”

საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება ისეთ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ, ან აქვთ ავარიული სახლები, თუმცა აქვთ საკუთრივ თავიანთ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და 4 ოჯახს, ზაფხულის დასაწყისში ახალი სახლი ექნება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან ერთად. იგი გაეცნო მშენებლობის პროცესს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.

 

სამტრედიაში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
 

 

Hits: 210

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive