×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირში, მანჯგალაძეების უბანში სადაც გზის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, სამტრედიის მერი დავით ბახტაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამირან თევდორაძე. მათი განცხადებით, პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და დასრულდება განსაზღვრულ ვადებში.

დავით ბახტაძემ აღნიშნა: “გზის რეაბილიტაცია ჩვენი პრიორიტეტია. ამ პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.” ადგილობრივები პროექტის განხორციელებას დადებითად აფასებენ.

ღანირის მკვიდრი სოსო მანჯგალაძე ამბობს: “ჩვენს სოფელში კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა, ამ გზის კეთილმოწყობა ყველას ცხოვრებას გაგვიმარტივებს.”

აღნიშნული გზა ადგილობრივებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენდა, შესაბამისად, მისი განახლება მოსახლეობის გადაადგილებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

სამტრედიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს – ღანირში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
 
Hits: 196

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive