×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში 12 მუნიციპალიტეტის გუნდი იღებს მონაწილეობას, ხოლო გახსნის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე დაესწრნენ.

ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზო რობაქიძემ, აღნიშნა, რომ სამტრედია თამაშებს უმაღლეს დონეზე მომზადებული ხვდება და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა – კახა ზივზივაძე, რომელმაც თავისი შვილის გულშემატკივრებს საჩუქრები გადასცა.

ტურნირი წელს განსაკუთრებული დევიზით – „ცხოვრება ნარკოტიკების გარეშე“ იმართება, რაც სპორტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უსვამს ხაზს.

სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მოხარული ვარ, რომ სამტრედია მასპინძლობს ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას. სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურ განვითარებას, არამედ დისციპლინას, გუნდურობას და ჯანმრთელი კონკურენციის სულისკვეთებას აყალიბებს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქალაქი ღირსეულად ხვდება ამ თამაშებს და ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტულ წინსვლას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სამტრედიის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას და სპორტსმენების წახალისებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს!“  

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდები საქართველოს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას გააგრძელებენ.

სამტრედია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებს მასპინძლობს
 
Hits: 222

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive