×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" იწყება, სამტრედიის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყო, რომელიც 660 000 ლარს შეადგინს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის 49 სოფელსა და დაბა-კულაშში პროექტების დაგეგმარების მიზნით დასახლების საერთო კრებები 10 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

პირველი კრება დღეს ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჩხენიშში ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ მათვის სასურველი პრიპრიტეტები დაასახელა. სანიაღვრე არხების მოწესრიგება ეს ის მთავარი საკითხია რომლის მოგვარებაც ადგილობრივებმა მოითხოვეს და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს უკვე გამხორციელებული მასშტაბური პროექტებისთვის, მათ შორის ამბულატორიის ახალი შენობისთვის, სკოლის სრული რეაბილიტაციისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მადლობა გადაუხადეს.

დავით ბახტაძე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ,,ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ისეთი სამუშაოები ჩავატაროთ, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული, სწორედ ადგილობრივების მოსაზრებების გასაცნობად ტარდება სოფლის საერთო კრებები და ხდება პროექტების დაგეგმარება. აქვე მინდა ავღნიშნო რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა და მისასალმებელია რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანხების გამოყოფას განაგრძობს."

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025
 

 

Hits: 307

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive