ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ.
<pმოეწყო მოსიარულე კოსტიუმირებული ორკესტრის, ინტერაქტიული და თემატური ფოტო ზონები, საბავშვო წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
ღონისძიება საახალწლო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.