×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე 10 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამა 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს უკიდურესად შეჭირვვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ოთხ ოჯახს სახლის გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

სახელმწიფოს გვერდით დგომით აღნიშნული ოჯახები კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ. მანამდე ისინი ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდნენ.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა სამტრედიის გარდა, თერჯოლას, წყალტუბოს, ბაღდათსა და ზესტაფონს აქვს.

 

სამტრედიაში  სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები  აუშენეს
 
სამტრედიაში  სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები  აუშენეს
 
სამტრედიაში  სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები  აუშენეს
 

 

Hits: 604

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive