×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თედორაძესთან ერთად ჯიხაიშსა და ჩხენიშში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო ჯიხაიშში 31-ე და 33-ე ქუჩებზე. ასევე ღანირში ე. წ. ფრანგიშვილებისა და კეკელიების უბნებში. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.

გარდა ამისა საგზაო ინგრასტრუქტურა მოწესრიგდა ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია. დღევანდელი მონიტორინგის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩხენიშის საჯარო სკოლაში სამუშაოების მინდინარეობის მეორე ეტაპი დაათვალიერეს.

დავით ბახტაძე-,,დღეს რაც ვნახეთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოები სრულდება მაღალ დონეზე, გრაფიკის დაცვით. საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების ცხოვრების დონეს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანი, მოსწავლეებმა ისწავლონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, ნელ-ნელა ყველა ლოკაციას მოიცავს."

განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა მინდინარე პროექტების გამო.

,,ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ასფალტის გზა ჩვენ არ გვქონია. მადლობა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვისთვის," აცხადებს მიხეილ დარსაველიძე.

სამტრედიაში საჯარო სკოლების და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია  აქტიურად მიმდინარეობს
 
Hits: 1177

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive