×

Публичная Информация

Приказ И Распространение

Информационная Документация

Функции - Обязанности И Рабочий План Городского Совета

Протокол Заседания Горсовета

Протоколы Заседаний Бюро

Протоколы Заседаний Комиссий

Бюджет: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

Годовой план закупок

Покупки сделаны

Затраты Командировок

Затраты Рекламы

Коммуникационные Затраты

Затраты Техобслуживания

Затраты Горючего

Затраты Представительства

Аукционы

Тендеры

Отчёт Для Предоставления Президенту И Парламенту

Требования Публичной Информации

Уполномоченный по защите персональных данных

Правоведческие Решения

Правила Обжалования

Присоединяйтесь к нам

         

  Рабочее время
09:00 - 18:00

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მერის ანგარიშით წარსდგა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

მერის საინფომაციო ანგარიში მოიცავდა ყველა იმ საკითხს, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოწესრიგდა.

დავით ბახტაძემ აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ.

დავით ბახტაძე - ,,თითოეული თქვენგანის თანადგომით და მერიის სამსახურების დაუღალავი შრომით ვცდილობთ ვუპასუხოთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით ხორციელდება და ამით ხელს ვუწყობთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს.

მომავალ წლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა შექმნას საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბუნებრივად მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება და განვითარება. მისი ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, რაც გულისხმობს მიმზიდელი გარემოს შექმნას და ტურიზმის განვითარებით სამტრედიის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ეფექტურად გაგრძელდება ყველა ისეთი საჭირო კომუნიკაციების მშენებლობა რეაბილიტაცია, როგორიცაა გზები, გარე განათება, წყალმომარაგება და საინვესტიციო ლოკაციების რეაბილიტაცია სხვა, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის განვითარებას.

როგორც ქვეყნის მთავრობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტშიც ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ, გაგრძელდება და შეიქმნება ისეთი ახალი პროგრამები, რომელი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისების მიღებაზე.

2022 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის გამოწვევები და მოქალაქეების საჭიროებები მაქსიმალურად აისახა. მჯერა, რომ 2023 წელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში კიდევ ერთი წინ გადადმული ნაბიჯი იქნება."

წარმომადგენლობითმა ორგანომ დღეს ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა იმ მიმდინარე და გარდამავალ პროექტზე, რომლიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად ანგარიშს ერთვოდა ინფორმაცია წლის განმავლობაში ბიუჯეტში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა მერს მადლობა გადაუხადეს ამომწურავი ინფორმაციისთვის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული მნიშვნელოვანი ძვრებისთვის.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში საკრებულოს
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში საკრებულოს
 

Просмотров: 2122

 

 Петиция

Прими Участие В Осуществлении Самоуправления...

 

 Опрос

Зафиксируй Твоё Мнение О Текущих Событиях...

 

 Твоя Идея Мэру

Прими Участие В Развитии Региона,Обратись С Идеей К Мэру...

 

 Обратная Связь

Рост Степени Внедрения В Местное Самоуправление...

Поддерживать

Контакт

  г. Самтредиа, ул.Республики. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Понедельник - Пятница

  09:00 - 18:00 

Архив