სოფელ ღანირში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმართულებით კაპიტალური გზა კეთდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციაზე ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აკაკი შენგელია ადგილობრივი- „აქ გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ადგილობრივებს ძალიან გვიხარია და მადლობლები ვართ''.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაციკის დაცვით მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Georgian Build'' ასრულებს.