სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწერსრიგებელი სამუშაოები.
ამ ეტაპზე, დიდ ჯიხაიშში, მე-18 ქუჩაზე, ე.წ ნუცუბიძეების უბანში ასფალტის საფარი იგება.
ნუცუბიძეების უბანში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქედან 50 ოჯახი მუდმივი ბინადარია.
როგორც ადგილობრივი 75 წლის ალექსანდრე ნუცუბიძე ამბობს, წლევანდელ მარიამობას განსაკუთრებულად კმაყოფილი ხვდება. 28 აგვისტოს 75 წელი და დაახლოებით , ამდენივე წლის სურვილი უსრულდება.
მიმდინარე წელს დიდ ჯიხაიშში თერთმეტ ლოკაციაზე (N 23, N 40, N 8, N 10, N 12, N 16, N 32, N 37, N 38 და დევნილთა დასახლებაში მისასვლელი გზა) მოეწყო კაპიტალური გზა. წლის ბოლომდე ასფალტის გზა დაიგება N 31, N 33, N 34 ქუჩებზე.
სამუშაოები გეგმა-გრაციკის დაცვით მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Georgian Build'' ასრულებს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
დავით ბახტაძე-,,ვიზუალური დათვალიერებით სამუშაოები მიმდინარეობს ხარისხიანად. რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით არის შესრულებული. ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში, გზა ყველგან დაიგება და ეს პრობლემა მუნიციპალიტეტში არ იარსებებს. ეს და სხვა პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება''.