უნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გასულ კვირას სტიქიით მიყენებული ზარალის მიმოხილვით დაიწყო.
მერმა სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, კეთილმოწყობის, კომუნალური გაერთიანებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს, ასევე მისცა დავალება სირთულეების აღმოსაფხვრელად კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოების განხილვის პარალელურად, მერისგან სოფლის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობაზე მიიღეს მითითებები. ხარისხთან ერთად, ვადების დაცვის მიზნით აუცილებელია სამუშაოების მონიტორინგი.
დავით ბახტაძე- ,,ჩვენი მთავარი მიზანია, მოსახლეობა დარჩეს კმაყოფილი, ამისთვის ყველა მიმართულებით მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს.''