სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა. დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ ისაუბრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის 50 დასახლებაში, სოფლების მიხედვით, საერთო კრებები წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. უკვე გამოიკვეთა ძირითადი პრიორიტეტები, რასაც სოფლის მოსახლეობა ირჩევს დასახლების საერთო კრებებზე: გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სკვერების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, გარე განათება და ა.შ.
დავით ბახტაძე- ,,ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხით, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს" .