მუნიციპალიტეტის სიახლეები
მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, ამ ეტაპზე 24 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიამ, სამტრედიელი ქალბატონებისთვის არაერთი სასიამოვნო ღინისძიება დაგეგმა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალბატონებს 3 მარტი, "დედის დღე" და 8 მარტი, "ქალთა საერთაშორისო დღე" ქართული სიმღერის საღამოთი მიულოცა.
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მერის ანგარიშით წარსდგა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.
3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიტებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნობათი მიიტანეს.