სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლექციებს დაესწრო, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაზე მოხსენება წარადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან მამასახლისმა, თემაზე - „ქართული ჰაგიოგრაფია“, ხოლო ისტორიის დოქტორმა მაკა ჩხაიძემ წაიკითხა მოხსენება „წმინდა ნინო - დედა ქართლისა“.

ღონისძიებაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსა და ხონი-სამტრედიის ეპარქიის ორგანიზებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

 

სამტრედიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
 
სამტრედიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა