1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მომავლის სკვერში მრავალფეროვანი საბავშვო ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის გაცოცხლებული იგავ-არაკები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მომავლის სკვერში ასევე მოეწყო საბავშვო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფუნქციონირებდა საბავშვო გასართობი სივრცე და სახეზე ხატვის კუთხე, სადაც პატარებმა მხიარულ და სასიამოვნო გარემოში გაატარეს დღე.

ღონისძიების მიზანი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ბავშვებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნა და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა