სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე სოფელ ჭაგანში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მერმა სოფელში მერის წარმომადგენელთან და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად პროექტის მიმდინარეობა შეაფასა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
დატბორვის პრევენციის მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს მდინარეების კალაპოტების გაწმენდას, ნაპირსამაგრ და სანიაღვრე სამუშაოებს. ამ ეტაპზე სოფელ ჭაგანში, მდინარე ჭურთავაზე მიმდინარე პროექტი მნიშვნელოვნად გაამყარებს კალაპოტს და უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას უხვი ნალექის დროს.
მსგავსი სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზეც — მდინარეების ლოღობაზე, ფერჩხულაზე, ეწერის დაშრობ არხზე და სხვა ლოკაციებზე.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ქალაქის რამდენიმე ქუჩასა და ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სანიაღვრე არხების მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის დროულ გადინებას და შეამცირებს დატბორვის რისკებს.