სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.
თათბირზე მერმა მერიის სამსახურების უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული პროექტები განიხილა.
ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინება და თითოეული პროექტის მათი ჩართულობით განხორციელება. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდეს და მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდეს“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
თათბირზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები და სამუშაოების კოორდინაციის საკითხები. ყურადღება დაეთმო პროექტების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში განხორციელების მნიშვნელობას.