სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ სსიპ ახალგაზრდულ სააგენტოში წარდგენილმა პროექტმა „ახალგაზრდული ფესტივალი 2026“ დაფინანსება მოიპოვა!
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს ჩვენს მუნიციპალიტეტში მასშტაბური და მრავალფეროვანი ახალგაზრდული დღესასწაული გაიმართება. გეპატიჟებით ყველას, გახდეთ ამ საინტერესო დღის ნაწილი!
გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას და ლოკაციებს:
26 ოქტომბერი — „ახალგაზრდული ფესტივალი 2026“
ლოკომოტივის დარბაზი (შოთა რუსთაველის ქ. №121)
- 15:00 — კალათბურთი 3x3 შოთა რუსთაველის ქ. №39
- 16:00 — FIFA-ს ტურნირი მომავლის პარკი
- 16:00 — შაშის ტურნირი
- 16:00 — მაგიდის ჩოგბურთი
- 16:00 — წითელი ჯვრის ტრენინგი
- 17:30 — ფესტივალის საზეიმო გახსნა და ტურნირებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება
- 18:00 — ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
- 19:00 — მუსიკალური გაფორმება: DJ ARKANI
შემოუერთდით ფესტივალს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ახალგაზრდებს და გაატარეთ დღე პოზიტიურ გარემოში!