ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის დახურულ სპორტულ დარბაზში ვაჟთა შორის კალათბურთში იმერეთის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს.
ჩემპიონატს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა დაესწრნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის პირობების შექმნა. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტული გამოცდილების მიღებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონატში მონაწილე თითოეულ გუნდს“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
ჩემპიონატი იმერეთის საკალათბურთო კავშირის ორგანიზებითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.