სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან ერთად ფრენბურთის ტურნირს დაესწრო. 2011–2012 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის ფრენბურთის ტურნირი „თანამეგობრობის თასი 2026–2027“ სამტრედიის სტადიონის დახურულ დარბაზში გაიმართა.
ტურნირში ამბროლაურის, საჩხერის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთისა და ცაგერის გუნდები მონაწილეობენ.
როგორც დავით ბახტაძემ აღნიშნა, შეჯიბრი ახალგაზრდა სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ გამოცდილება და დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები თანატოლებთან.
„ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი ტურნირები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. თითოეულ მონაწილეს წარმატებას, ღირსეულ ასპარეზობასა და საინტერესო სპორტულ გამოცდილებას ვუსურვებ“, - აღნიშნა დავით ბახტაძემ.
ტურნირი საქართველოს ფრენბურთის ფედერაციისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.