ძვირფასო თანამოქალაქეებო და მუნიციპალიტეტის სტუმრებო, 9 ოქტომბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით, ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიება „ნიკოობა 2026“ გაიმართება! დღის განმავლობაში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი ტრადიციულად უმასპინძლებს ვიზიტორებს.
ღონისძიების პროგრამა:
- 13:30 სთ — მხატვარ იაგო ჩხიკვაძისა და დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
- 14:00 სთ — გიორგი ნიკოლაძისადმი მიძღვნილი სპორტული სკოლის მოსწავლეთა ამხანაგური თამაში ჭადრაკში;
- 16:00 სთ — ზაზა კილასონიას კონცერტი. გელოდებით დიდ ჯიხაიშში!
ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე! #ნიკოობა2026 #სამტრედია #დიდიჯიხაიში #ნიკონიკოლაძისსახლმუზეუმი #კულტურა #კონცერტი