სამტრედიაში, GTA Association-ის ეგიდით მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე, საჩოგბურთო კლუბ „სამტრედიის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

ტურნირს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე დაესწრო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და შესაბამისი ჯილდოები გადასცა.

დავით ბახტაძის განცხადებით, ახალგაზრდული სპორტის განვითარება და ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„მიხარია, რომ სამტრედიაში სპორტისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება და ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა ტურნირზე ღირსეულად წარმოაჩენენ როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ისე მუნიციპალიტეტს. თითოეული წარმატება დიდი შრომის, მონდომებისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ვულოცავ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს და მომავალშიც მრავალ წარმატებას ვუსურვებ,“ — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

ახალგაზრდა ჩოგბურთელების წარმატება და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა