მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები.
სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენკებთან ერთად გომის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ წითელიშვილების უბანში ასფალტის საფარი იგება,სადაც კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Georgian Build" ასრულებს.