3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიტებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნობათი მიიტანეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ამანათები პირადად გადასცეს და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე თითოეულ დევნილთან პირადად იასაუბრეს.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა იმერეთში ნათია კოპალიანმა აღნიშნა, -ეს არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა. საკუთარი ხელფასიდან თანხას აგროვებენ და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მიაქვთ ხოლმე პერიოდულად ამანათები."

დავით ბახტაძე-,,აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, გავესაუბრეთ ადგილობრივებს. ვიმსჯელეთ ერთობლივად ამ ადამიანების პრობლემებზე და სამომამვლო ნაბიჯები დავგეგმეთ. ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში მათი ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება, ვგულისხმობ აგრეთვე მათ გრძელვადიან განსახლების პროგრამით უზრუნველყოფაზე."

სამტრედიაში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ამანათები მიიტანეს