მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სამტრედიაში სტარტი აიღო ფეხბურთის ტურნირმა რომელიც აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირი 5 აგვისტოს გაიხსნა, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ტრადიციული ტურნირი წლებია იმართება, წლევანდელ ასპარეზობაში 11 გუნდი ჩაერთო, მათ შორის არიან ქალაქისა და სოფლების წარმომადგენლები. პირველი მატჩი გომისა და მელაურის გუნდებს შორის გაიმართა, ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს ჩატარდება, რომელიც ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენს.
ტურნირს მასპინძელობს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტული კომპლექსის ბაზაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებული სათადარიგო საფეხბურთო მოედანი.