დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოყვარულთა თასის მუნიციპალური ტურნირის ფინალი ჩატარდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს იანეთის და კულაშის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ანგარიში იანეთის გუნდის სასარგებლოდ 5:0 დასრულდა
ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იყო ჩართული.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას რეგიონულ თამაშებში მიიღებს.
ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
დავით ბახტაძე -,,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო ტურნირს, რომელმაც გააერთიანა სპორტის მოყვარული არაერთი ადამიანი, მერიის მხარდაჭერა მუდმივად ექნება. ვულოცავ იანეთის გუნდს გამარჯვებას და მიხარია, რომ ის რეგიონალურ ტურნირზე იასპარეზებს."