სამტრედიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის დასავლეთ ნაწილში, წარმოადგენს საკვანძო მუნიციპალიტეტს, მდებარეობით არის იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტი არის ამიერკავკასიის ერთერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის კვანძი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საავტომობილო გზების კვანძს წარმოადგენს, როგორც შიდასახემწიფოებრივი გზებისთვის, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მშენებარე გზისთვის.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს დავით აღმაშენებელის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
ცნობილია ქალაქ სამტრედიის სასოფლო-სამეურნეო ბაზარი, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. სამტრედიის აგრო-ბაზარით მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მოსახლეობა სარგებლობს. სამტრედიის აგრო-ბაზარს ადგილობრივებთან ერთად, ასევე აეროპორტში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ. ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს აქ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა.
სამტრედიის მუნიპალიტეტს ესაზღვრება, წყალტუბოს, ხონის, აბაშის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ვანის მუნიციპალიტეტები. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობა პრაქტიკულად ყოველღიურად სარგებლობს სამტრედიაში აგრო-ბაზრის მომსახურებით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდებარეობიდან გამომდინარე აქ წარმოებული პროდუქცია გაცილებით უფრო იაფი არის, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები, რომლებიც შემადგენელი ნაწილია პროდუქციის თვითღირებულების, მწარმოებლისთვის მნიშვნელოვნად ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. სატრანსპორტო საშუალებები - სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო გზები უფრო ახლო მანძილზე არის დაკავშირებული ქალაქ სამტრედიაში არსებულ სამრეწველო ზონებთან.
სამტრედია წარმოადგენდა მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ზონას. რომელიც შეიქმნა 1960-იანი წლებიდან, 1980-იან წლებში მისი პიკისთვის, ინდუსტრიული ზონა შედგებოდა დაახლოებით 100 მსხვილი საწარმო დაწესებულებებისაგან. ქარხნისა და საწარმოო ქარხნისაგან, რომლებიც აწარმოებდნენ მრავალფეროვან საქონელს, მათ შორის სამშენებლო მასალებს, საკვებს, ქსოვილებს და მანქანა-დანადგარებს. ინდუსტრიული ზონის ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა იყო ხის გადამამუშავებელი კომბინატი ე.წ ხ.დ.კ., ქარხანა რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი იყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამტრედიის ეკონომიკაში. თუმცა, 1990-იან წლებში ინდუსტრიულ ზონაში მრავალი ქარხანა დაიხურა და ტერიტორიამ მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. დღესდღეობით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარეობს ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საინვესტიციო ობიექტების მოდერნიზება, მიმდინარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა.
ხ.დ.კ ტერიტორიაზე მრეწველობის გავნითარების საკმაოდ კარგი პრესპექტივებია, ასევე არის ხორავას და გრიბოედოვის ქუჩაზე არსებული ყოფილი ინდუსტრიული ზონა სადაც არის ათობით ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელიც არის ნაწილი სახელმწიფოს და ნაწილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრება.აღნიშნულ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო ქსელები, ელექტროენერგია, გაზი, წყალი და გარე-განათების ქსელები ხელმისაწვდომია. დამწყებმა ბიზნესმა თავისი საწარმოს ამ ტერიტორიზე განთავსებით დიდი პრესპექტივები შეიძლება შექმნას.
ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ობიექტები:
1. მისამართი: კონსტიტუციის ქუჩა, საინდიფიკაციო კოდი 34.08.58.010, ფართობი 63842 კვ.მ.
2. მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა, საინდიფიკაციო კოდი 34.08.48.858, ფართობი 128730 კვ.მ
3. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა, საინდიფიკაციო კოდი 34.08.48.859, ფართობი 35695 კვ.მ.
4. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა, საინდიფიკაციო კოდი 34.08.48.037, ფართობი: 114681 კვ.მ
5. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა, საინდიფიკაციო კოდი 34.08.48.036, ფართობი 41357 კვ.მ
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ობიექტები.