სამტრედიის მერიის ორგანიზებით გასართობი ღონისძიება - „მერის ნაძვის ხე“ გაიმართა

14 იანვარი, 2019

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას ინიციატივითა და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სოციალურად დაუცველი მრავაშვილიანი ოჯახებისა და შშმ ბავშვებისათვის გაიმართა გასართობი ღონისძიება - ,,მერის ნაძვის ხე".

დღევანდელ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ სამტრედიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამტრედიელი მაშველები პატარებთან ერთად სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ. ბავშვებთან ერთად გასართობ პროგრამაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. ღონისძიების დასასრულს პატარებს ტკბილეული გადაეცათ.

ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე