ბეჟან გეგეშიძე

 განათლება:

1977 წელს დაამთავრა სოფელ გომის საშუალო სკოლა.

1982 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, სპეციალობით ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე.

შრომითი საქმიანობა:

1982–85 წწ. ა/კ რკინიგზის სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის დისტანცია–ელექტრო–მექანიკოსი, ინჟინერი.

1985–86 წწ. რკინიგზის კომკავშირის რაიკომის მდივანი.

1986–89 წწ. კომკავშირის რაიკომის მდივანი.

1989 წ. პარტიის რაიკომის ინსტრუქტორი.

1991–92 წწ. სამტრედიის დაცვის განყოფილება, მთავარი ინჟინერი.

1992–93 წწ. ფირმა ,,ლაბირინთი“–დირექტორი.

1997–2009 წწ. სამშენებლო სამმართველო ,,ინგეოკომი“.

2014 წელი სამტრედიის მესამე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი.

2014 წლის 17 ივლისიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

გააზიარე