მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

გეოგრაფიული მდებარეობა

         სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონის დასვლეთ ნაწილში და ესაზღვრება სამეგრელოს და გურიის მხარეებს; კერძოდ, აბაშის, ლანჩხუთის, ვანის, ხონის, წყალტუბოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს. მისი ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზეა განლაგებული, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი, სადაც ძირითადად მთიანი სოფლებია განლაგებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 36 429 ჰა–ს შეადგენს.

        სამტრედიის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სარკინიგზო და საავტომობილო კვანძს. მუნიციპალიტეტზე გადის საავტომობილო მაგისტრალები ს1 და ს12, საქართველოს ცენტრალური რკინიგზის 31 კილომეტრიანი მონაკვეთი. მანძილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრსა და ქუთაისს შორის 33.3 კმ-ია, ხოლო ქალაქ სამტრედიასა და თბილისს შორის - 260 კმ-ია; ქალაქი სამტრედია ფოთის პორტიდან დაცილებულია 65 კმ-ით, ხოლო ბათუმის პორტიდან 113 კმ-ით. ქალაქ სამტრედიიდან 11 კილომეტრში მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

      სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდინარე რიონის გარშემოა განლაგებული, რომელიც მას შუაზე კვეთს. მუნიციპალიტეტის ფარგლებში რიონის სიგრძე 35 კმ-ია. მდინარის მარჯვენა შენაკადებია ცხენისწყალი, გუბისწყალი და ჭურთავა, ხოლო მარცხენა შენაკადებია ჭოგნარა და ხევისწყალი.

                                                     

                                                              მუნიციპალიტეტის დასახლებები

      სამტრედიის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 15 ადმინისტრაციული ერთეულად. მუნიციპალიტეტში 56 დასახლებაა, მათ შორის ერთი ქალაქი, ერთი დაბა და 54 სოფელი, საიდანაც 27 მაღალმთიანი სოფელია. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.

                                                                       

                                                                          ღირსშესანიშნაობები

       სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

 

                                                                                  Geographical location

The town of Samtredia was developed in the West of Georgia, in the west of the Imereti region,  and borders the Samegrelo and Guria lands, In particular Abasha, Lanchkhuti, Vani, Khoni, Tskhaltubo and Chokhatauri municipalities. Its main part is located lowland of Colchis and extremities are spread out over Sajavakho’s tableland, where are located basically hilly villages. There are 36 429 hectares in our municipality.

         Samtredia has one of the main railway stations in the Georgian Rail system, and lies directly on a main highway traversing Georgia. Highways 1 and 12 pass through Samtredia for 31 kilometers. Between the Samtredia municipality and Kutaisi is 33.3 kilometers, and between Samtredia and Tbilisi is 260 kilometers. Samtredia is 65 kilometers from the port of Poti, and 113 kilometers from the port of Batumi. The David Aghmashenebeli International Airport is located 11 kilometers from Samtredia.

         Our municipality is located around the Rioni river, which is 35 kilometers in length. The Tskhenitskali, Gubistsq’ali and Tchurtava rivers also connect with the Rioni River from the right, and the Tchognara and Khevisthq’ali connect from the left.

 

                                                                                  Municipality Division

         Samtredia’s municipality is divided into 15 administrations, 56 districts (one of which is a city, one town, and 54 villages). From these 54 villages, 27 are high mountainous villages. The municipality’s administrative center is Samtredia.

 

                                                                                        Attractions

Historical statues of Samtredia

  • Telepisi – XI – XII Century prison ruins in the village of Tolebi
  • Gamochinebuli – Saint Giorgi Church in Sajavakho
  • Ruin House of Dablagomi – ancient ruins
  • Church of Saint Nicholos and Virgin Mary XIX Century in Bashi
  • Church of Archangel and the Virgin Mary XVIII – XIX Century in Tchagani
  • Vasisubani Church of the Virgin Mary XII Century
  • Church of the Crucifix XV Century in Nabakevi
  • Jiktubnis XV Century church
  • Saint Giorgi’s  Middle Ages Church in Chkhenishi
  • Our Savior’s Church XVII in Khunjulauri
  • Saint Giorgi’s Church XVIII in Nigorzghva
  • Church of the Archangel XIX Century in Mterchveuli
  • XIX Church in Gommukhaq’rua
  • Saint Giorgi’s Church in Nokha
  • XVIII Century Synagogue in Gulashi   
გააზიარე