სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, ქვარა ჩართოლანთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ქ. სამტრედიის №4 საჯარო სკოლაში მიმდინარე ახალი სკოლის შენობის სამშენებლო სამუშაოები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები — როგორც არსებული სკოლების რეაბილიტაცია, ასევე ახალი სასწავლო ობიექტების მშენებლობა, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, რამდენიმე საჯარო სკოლაში პარალელურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიმდინარე პროცესს. აღინიშნა, რომ №4 საჯარო სკოლაში ახალი შენობის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაოები მიმდინარეობს ხარისხიანად, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იგეგმება, რის შემდეგაც მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

პარალელურად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და შექმნის უკეთეს პირობებს ბავშვებისთვის.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს განათლების სფეროს განვითარებას და მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და თანამედროვე გარემოს შექმნას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება